მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ორგანიზაცია "CRDF Global" საგრანტო კონკურსს კონკურსს აცხადებს - "კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების გრანტი (CySIG)"

ორგანიზაცია "CRDF Global" საგრანტო კონკურსს კონკურსს აცხადებს - "კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების გრანტი (CySIG)"

23-06-2022

დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია "CRDF Global" სამეცნიერო საზოგადოების გაძლიერების მიზნით საგრანტო კონკურსს "კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების გრანტი (CySIG)" აცხადებს. 

კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების გრანტები არის CRDF-ის გრანტები აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტების კიბერუსაფრთხოების დონის გასაუმჯობესებლად.

გრანტების მიზანია აკადემიურ და კვლევით დაწესებულებებში დაცვისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოება იმ ბოროტმოქმედი სუბიექტების მხრიდან მომდინარე კიბერსაფრთხეების წინაშე, რომლებიც ცდილობენ, კომპიუტერულ სისტემებსა და ქსელებზე არაავტორიზებული წვდომის მეშვეობით მოიპარონ სენსიტიური კვლევითი და საპროექტო მონაცემები. 

აპლიკაციის წარდგენა შეუძლიათ აკადემიურ და კვლევით ინსტიტუტებს - მოწინავე კვლევის სფეროებით ისეთ თემებზე, როგორიცაა:

მეცნიერება და ტექნოლოგია;

ინჟინერია (ყველა ტიპის);

სოციალური მეცნიერებები;

სამედიცინო დარგი;

გამოთვლითი დარგი;

ნავიგაცია და საავიაციო რადიოელექტრონიკა;

წევის სისტემები;

ტელეკომუნიკაცია და ინფორმაციის უსაფრთხოება;

ელექტრონიკა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ განაცხადის  მომართვა  შეუძლია, როგორც მთლიან დაწესებულებას, ასევე დაწესებულების ცალკეულ დეპარტამენტსაც. ასევე, აპლიკაციისა და ბიუჯეტის ნაწილი შესაძლებელია მომზადდეს ქართულ ენაზე.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა მოიცავს ერთ წელს, ხოლო გრანტის ოდენობა: 30 000 $-მდე.

კონკურსის დაწყების თარიღი: 2022 წლის 9 ივნისი, ხოლო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 22 ივლისი.

გრანტებთან დაკავშირებული კრიტერიუმები, სხვა დეტალური ინფორმაცია და შესაბამისი ელ. ბმულები წარმოდგენილია დანართის სახით მოცემულ ფაილში.

 

დანართი: 1 დოკუმენტი.

 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11