მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების ოფისმა და შიდა აუდიტის სამსახურმა „ინოვაციებისა და ტექნოლოგიური ტრანსფერების შესახებ“ პროექტი წარადგინა

სტუ-ის ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების ოფისმა და შიდა აუდიტის სამსახურმა „ინოვაციებისა და ტექნოლოგიური ტრანსფერების შესახებ“ პროექტი წარადგინა

23-06-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების ოფისმა და სტუ-ის შიდა აუდიტის სამსახურმა პროექტი „ინოვაციებისა და ტექნოლოგიური ტრანსფერების შესახებ“ პროექტი წარადგინა.

პროექტაციას ესწრებოდნენ  სტუ-ის ადმინისტრაციის, ფაკულტეტების წარმომადგენლები და სტუდენტები, "ჰორიზონტი ევროპას" საქართველოს ეროვნული ოფისის კვლევისა და ინოვაციის მიმართულების კოორდინატორი ზვიად მიმინოშვილი.

პროექტის, ასევე, ურთიერთთანამშრომლობისა და სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას სტუ-ის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა თამაზ ურთმელიძემ მიაწოდა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისადმი მიძღვნილი იუბილეს ფარგლებში ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, ბევრი სიახლეა უნივერსიტეტში, რაც, თავისთავად თვითდაფინანსებაზე მყოფ ცენტრებსაც ეხება. თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენთვის მთავარია საგრანტო პროექტები. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თქვენი პრობლემების შესახებ, ვიცოდეთ თქვენი მოსაზრებები ამ პრობლემების გადაჭრის შესახებ. ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები და თქვენგან თანხმობის შემდეგ, გავაგრძელებთ არაერთი მიმართულებით თქვენთან ერთად მუშაობას“, - განაცხადა თამაზ ურთმელიძემ.

სტუ-ის თვითდაფინანსების ცენტრების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის უფროსმა ლევან ხეცურიანმა.

„ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით ვმუშაობთ და შედეგებიც გვაქვს. პირველი, საგრანტო პროცესი ყველა მეცნიერ-თანამშრომლისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის როგორც პროფესიული განვითარების საწინდარი, ასევე წარმატების საფუძველი. მეორე მიმართულებაა ინოვაციები. ტექნოლოგიების და ბიზნესის ურთიერთკავშირის ეპოქა დაიწყო, რაშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თავის სიტყვას ამბობს. სულ უფრო და უფრო მოკლდება გამომგონებელსა და კერძო სექტორს შორის გზა. მათ ინოვაციები სჭირდებათ და ჩვენი მეცნიერები გამოწვევებს სათანადოდ პასუხობენ“, - განაცხადა ლევან ხეცურიანმა.

 "ჰორიზონტი ევროპას" საქართველოს ეროვნული ოფისის კვლევისა და ინოვაციის მიმართულების კოორდინატორი, ზვიად მიმინოშვილი, შეხვედრის მონაწილეებს იმ შესაძლებლობებისა და მიმართულებების შესახებ ესაუბრა, რომელიც ხელმისაწვდომია ქართველი მეცნიერებისთვის "ჰორიზონტი ევროპას" ფარგლებში ინოვაციების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, სტუ-ის პროფესორმა ზაზა ცირამუამ მონაწილეებს გააცნო ევროკავშირის პროექტ HERD (“Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units”) -ის ფარგლებში, ქართული უნივერსიტეტების მიერ ერთობლივად შექმნილი სამეცნიერო პორტალი Vidatum.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11