მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის საკალათბურთო ნაკრებს ორი მოგებით საქართველოს სტუდენტური „ა“ ლიგის ფლეი-ოფში მონაწილეობა გარანტირებული აქვს

სტუ-ის საკალათბურთო ნაკრებს ორი მოგებით საქართველოს სტუდენტური „ა“ ლიგის ფლეი-ოფში მონაწილეობა გარანტირებული აქვს

22-06-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრებმა, საქართველოს სტუდენტური „ა“ ლიგის რიგით მეორე თამაში გამარჯვებით დაასრულა.

სტუდენტური „ა“ ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში სტუ-ის საკალათბურთო ნაკრები სეუ-ს დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით - 75 : 61 მოიგო.

ამ ეტაპზე სტუ-ის ნაკრების ანგარიშზე ორი მოგებული თამაშია. პირველი შეხვედრაზე სტუ-ის ნაკრებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) გუნდი დამაჯერებელი ანგარიშით - 100 : 55 დაამარცხა.

სტუ-ის ნაკრებს ორი მოგებით მომდევნო ეტაპზე გადასვლა და ფლეი-ოფში მონაწილეობა გარანტირებული აქვს.

უახლოეს დღეებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრები ჯგუფური ეტაპის რიგით მესამე თამაშს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტთან (გთსუ) გამართავს.

საქართველოს სტუდენტური „ა“ ლიგის თამაშები კალათბურთში ახალი სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. შეჯიბრება საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება.




 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11