მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პროფესორი დავით გუბელაძე გარდაიცვალა

პროფესორი დავით გუბელაძე გარდაიცვალა

22-06-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 62 წლის ასაკში გარდაიცვალა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი დავით გუბელაძე.

დავით გუბელაძემ 1983 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი და მიენიჭა ინჟინერ–ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია.

1983-1988 წლებში იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წყლის პრობლემების ინსტიტუტის ასპირანტი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დავით გუბელაძე 2013 წლიდან იწყებს მოღვაწეობას, პარალერულად 2019 წლიდან შეთავსებით აგრეძელებს სამეცნიერო მუშაობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მელიორაციის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე.

  2015 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

მის სახელს უკავშირდება 155 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 6 მონოგრაფია, 8 სახელმძღვანელო, ხოლო ნიადაგის წყლისმიერი ეროზიის პროგნოზირების მიზნით მან დაამუშავა მეთოდური მითითება - ,,წყლის რესურსების ოპტიმალურ მართვასა და მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებზე“. მისი ხელმძღვენელობით მომზადებულია 2 აკადემიური დოქტორისა და 15 სამაგისტრო ნაშრომი.

 გარდა ამისა,  მას გამოგონებული ჰქონდა ფსკერზე მდებარე ნაწილაკის მდგრადობის განმსაზღვრელი ტექნიკური ლაბორატორიული დანადგარი, რომელიც შეისწავლის მაგნიტური ველის გამოყენებით კალაპოტის გარეცხვას.

1998 წელს კი, საქართველოში აგრარული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის,  ნაყოფიერი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა  ღირსების ორდენით.

2000 წელს გახლდათ, საქართველოს პრეზიდენტის ახალგაზრდა დოქტორთა I ხარისხის სტიპენდიანტი.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11