მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მე-6 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”

მე-6 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”

21-06-2022


26-28 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სილეზინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისში მე-6 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ ჩატარდება, რომელიც სტუ-ის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

კონფერენციის სამუშაო თემები:

1.     საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის არსებული მდგომარეობა, პრობლემები და განვითარების ტენდენციები;

2.     ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტი;

3.     ურბანული ტრანსპორტი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა;

4.     მულტიმოდალური, ინტერმოდალური და კომბინირებული სატრანსპორტო პროცესები;

5.     სატრანსპორტო ლოგისტიკა, მენეჯმენტი და ეკონომიკური ასპექტები;

6.     მოძრავი შემადგენლობისა და ტექნოლოგიური ტრანსპორტის დინამიკა;

7.     სატრანსპორტო საშუალებების დიაგნოსტიკა, მონიტორინგი, ტექნიკური მდგომარეობა და მომსახურება;

8.     სატრანსპორტო საექსპლუატაციო მასალები;

9.     ტრანსპორტის საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგიები, ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები;

10. კვების პროდუქტების ცივად შენახვა და ტრანსპორტირება;

11. ტრანსპორტი და ეკოლოგია;

12. საგანმანათლებლო პოლიტიკა ტრანსპორტზე;

13. სატრანსპორტო კანონმდებლობა და საბაჟო საქმე.

მნიშვნელოვანი თარიღები:

-     მოხსენებების თეზისების მიღება და რეგისტრაცია 15 აგვისტო, 2022 წ.;

-     მომხსენებლებისათვის თეზისების მიღების დასტურის შეტყობინება 20 აგვისტო, 2022 წ.;                                                         

-     მოხსენებების სრული ტექსტის წარდგენა  5 სექტემბერი, 2022 წ.;

-     კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის საფასურის გადახდა 15 სექტემბერი, 2022 წ.;

-     კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,  ქ. თბილისი, მ. კოსტავას 77.;

-     კონფერენციის ჩატარების დრო: 26-28 სექტემბერი 2022 წ.;

-     კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, პოლონური, ინგლისური.

COVID 19 პანდემიის შედეგების გათვალისწინებით კონფერენცია ჩატარდება შერეულ, ე.წ ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, სესიებზე დასწრება და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურად დასწრებით, ასევე ონლაინ ფორმატში, რისთვისაც ორგანიზატორების მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება შესაბამის ონლაინ (ZOOM) პლატფორმა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის საფასური:

კონფერენციაში უცხოელი მონაწილეების საფასური შეადგენს 350 ევროს, მათი თანმხლები პირებისათვის შენატანი შეადგენს 200 ევროს. შენატანი ფარავს შემდეგ ხარჯებს: კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა; სამვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება და სამჯერადი კვება; კონფერენციის მასალების პუბლიკაცია (შრომების კრებული, მუშაობისათვის საჭირო ნივთები და ა.შ.); ექსკურსიები წინასწარ განსაზღვრული მარშრუტებით და ბანკეტი.

საქართველოდან მომხსენებლებისათვის მონაწილეობის შეღავათიანი საფასური შეადგენს 150  ლარს.

ონლაინ რეგისტრაციის შემდეგ, დადგენილ ვადებში (15 აგვისტომდე) მონაწილემ უნდა გამოგზავნოს ანოტაციის ელექტრონული ვერსია ელ. მისამართზე ictbea@gtu.ge  

სტატიის მიღების შემდეგ, ავტორს ეგზავნება შეტყობინება სტატიის მიღების შესახებ, რის შემდეგაც, ავტორი აგზავნის საორგანიზაციო შენატანის ქვითრის ასლს (PDF ფორმატში).  

  

სტატიები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ კონფერენციის მოთხოვნებს, არ განიხილება.

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი:

თავმჯდომარე - პროფ. დავით გურგენიძე (საქართველო);

თანათავმჯდომარე - პროფ. ალექსანდერ სლადკოვსკი (პოლონეთი);

თანათავმჯდომარე - პროფ. ოთარ გელაშვილი (საქართველო);

პროფ. ზ. გასიტაშვილი (საქართველო); პროფ. თამაზ ნატრიაშვილი (საქართველო); პროფ. ფრიდონ გოგიაშვილი (საქართველო); ბოგუსლავ ლაზარჟი (პოლონეთი); დოქტორი. იანუშ ჩივიეკი (პოლონეთი);

საორგანიზაციო კომიტეტი:

თავმჯდომარე -  ასოც. პროფ. ბორის გითოლენდია (საქართველო); 

თანათავმჯდომარე - დოქტორი პიოტრ ფოლეგა (პოლონეთი);

პროფ. გივი გოლეთიანი (საქართველო); პროფ. გიორგი თუმანიშვილი (საქართველო); ასოც. პროფ. ვალერი ჯაჯანიძე (საქართველო); აკად. დოქტორი გოდერძი ტაბატაძე (საქართველო); პროფ. ნათია ბუთხუზი (საქართველო); პროფ. თეა ბარამაშვილი (საქართველო); პროფ. იეჟი მარგილევიჩი (პოლონეთი);

საკონტაქტო პირები:

-         ბორის გითოლენდია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (თბილისი),  მობ: 593 91 82 11; boris.gitolendia@gtu.ge

-         ალექსანდრე სლატკოვსკი - სილეზინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი); aleksander.sladkowski@polsl.pl

-         ფრიდონ გოგიაშვილი - აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი); pridon.gogiashvili@atsu.edu.ge +995 577131581

საკონტაქტო ელ. ფოსტა: ictbea@gtu.ge   

კონფერენციის შესახებ სრული ინფორმაცია (რეგისტრაცია, მოთხოვნები სტატიის გაფორმებისათვის, საბანკო რეკვიზიტები და ა. შ.)  ასევე განთავსებულია კონფერენციის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე:

ICTBEA.gtu.ge

Error! Hyperlink reference not valid.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის:

1.   პირველ ეტაპზე ხდება ელექტრონული ფორმით მონაწილეთა რეგისტრაცია და  იგზავნება მოკლე ანოტაცია;

2.   რეგისტრაციის სრულყოფილად გავლის შემდეგ, ავტორს ან ავტორთა ჯგუფს ეცნობება სტატიის მიღების შესახებ და აღნიშნული პროცედურის შემდეგ ავტორი აგზავნის ქვითარს (pdf ფორმატში) საორგანიზაციო ხარჯების დაფარვის დასადასტურებლად. ორივე ფაილის დასახელება (სტატია და ქვითრის ასლი) უნდა იყოს შემდეგი სახით: პირველი ავტორის გვარი და სამუშაო თემის დასახელება (მაგ. თ. გიორგაძე - სატრანსპორტო გადაზიდვები);

3.   მოხსენების სრული ტექსტის წარმოდგენა;

სტატიები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს არ იქნება განხილული კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ.

რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ გადადით ბმულზე:  

https://forms.gle/sXfq7tdgPkuiYkzNA

მოთხოვნები სტატისის გაფორმების შესახებ

·      სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით Word-ის ტექსტურ რედაქტორში. ყველა ველი - 2,5 სმ.

·      სტატიის ფაილის დასახელება - პირველი ავტორის სახელი, გვარი და სამუშაო თემის ნომერი (მაგ. ქართველიშვილი - 2)

·      გამოყენებული შრიფტი: სტატიებისათვის ქართულ ენაზე - Sylfaen, სტატიებისათვის პოლონურ და ინგლისურ  ენაზე - Times New Roman. სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,0

·      ფორმულები დაბეჭდილი უნდა იყოს Microsoft Equation Editor-ში

·      გრაფიკული მასალა თავსებადი უნდა იყოს Word-ის პროგრამასთან

·      სტატიის სათაური დაწერილი უნდა იყოს პირველ სტრიქონზე (13 Pt, Bold)

·      ავტორების გვარი და ინიციალები უნდა დაიწეროს თითო სტრიქონის გამოტოვებით (12 Pt, Bold)

·      მოკლე რეზიუმე (11 Pt, italic, არა უმეტეს 600 ნიშანი) ერთი სტრიქონის გამოტოვებით.

·      გასაღები სიტყვები ერთი სტრიქონის გამოტოვებით

·      ძირითადი ტექსტი - ერთი სტრიქონის გამოტოვებით (11 Pt)

·      გამოყენებული ლიტერატურა (11 Pt) - ერთი სტრიქონის  გამოტოვებით.

·      სტატიის მოცულობა 3-7 ფურცელი

·      გამოყენებული ლიტერატურის ციტირება უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტს: ISO690, PN-ISO690 (Vancouver system)

საბანკო რეკვიზიტები (ლარის ანგარიში)

საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტი

მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი - TRESGE22

მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი 7 0897 7509

კონფერენციის საწევრო - „სატრანსპორტო ხიდი ევროპა -აზია“

გვარი სახელი, პ/მ ნომრის ჩვენებით


Intermediary:

DEUTSHE BUNDESBANK, ZENTRALE FRANKFURT AM MAIN, DE        (EUR)

SWIT CODE: MARKDEFF

ACC: 5040040060

Beneficiary’s bank:

NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI

SWIFT CODE: BNLNGE22

Beneficiary: Georgian Technical University

IBAN: GE65NB0331100001150207

ანგარიში უცხოურ ვალუტაში

            საკონტაქტო პირები:

Bank Requisites (Lari Account)

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11