მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა ღია კარის დღე დუშეთის მუნიციპალიტეტში გამართა

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა ღია კარის დღე დუშეთის მუნიციპალიტეტში გამართა

21-06-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალდაარსებულმა მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა დუშეთის მუნიციპალიტეტში ღია კარის დღე გამართა.

გაცნობითი ხასიათის ღონისძიებაზე, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, მოწვეული იყვნენ დუშეთის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, აბიტურიენტები, მათი მშობლები, პედაგოგები, სკოლების დირექტორები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მთის სტრატეგიული მდგრადი განვითარების საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი ტრიპოლსკი და საბჭოს წევრები.

ირაკლი ტრიპოლსკიმ შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ფაკულტეტის მნიშვნელობასა და საქართველოს მთიანი რეგიონების აღორძინების საქმეში ფაკულტეტის სამომავლო და მნიშვნელოვან როლზე ესაუბრა.

როგორც ირაკლი ტრიპოლსკიმ აღნიშნა, ახლად დაარსებული ფაკულტეტის ოთხივე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, სწავლა 4 წლის მანძილზე სახელმწიფოს მიერ სრულად იქნება დაფინანსებული. 

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის შესახებ ამომწურავი პრეზენტაცია მისმა დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ გააკეთა. დეკანი დამსწრე აუდიტორიას ფაკულტეტის ოთხივე საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებსზე, მოსალოდნელ შედეგებსა და სფეროების მიხედვით სამომავლო დასაქმების პერსპექტივებზე ესაუბრა.

ღია კარის დღე ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. ნოე ხოზრევანიძემ ამომწურავი პასუხები გასცა დაინტერესებულ მხარეთა კითხვებს და ყურადღება გაამახვილა ევროპის მსგავსი პროფილის უნივერსიტეტებთან დაგეგმილ პარტნიორობაზე,  მთის მდგრადი განვიტარების ფაკულტეტზე სტუდენტთა შიდა და გარე მობილობის შესაძლებლობებსა და ყველა იმ საკითხზე, რაც განსაკუთრებით აინტერესებთ აბიტურიენტებსა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს.

ღია კარის დღეზე მხარეები შეტანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი მჭიდროდ ითანამშრომლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრთან, მთ შორის, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11