მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

წიგნის "ერეკლეს ეპოსის" პრეზენტაცია სტუ-სა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გამართულ სამეცნიერო ფორუმზე გაიმართა

წიგნის "ერეკლეს ეპოსის" პრეზენტაცია სტუ-სა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გამართულ სამეცნიერო ფორუმზე გაიმართა

21-06-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის სამეცნიერო ფორუმი "ქართული ენის საფიხვნო" ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

ფორმუმზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს და მეცნიერებს მიმართეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა და მისმა მოადგილემ სამეცნიერო დარგში ნუნუ გელდიაშვილმა.

ამავე ფორმატში მოეწყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და მედიატექნოლიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ივანე ჯაგოდნიშვილის საავტორო წიგნის " ერეკლეს ეპოსის" პრეზენტაცია.  წიგნი ეძღვნება დიდი ქართველი მეფის ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წლისთავს. წიგნი წარმოადგენს ქართული ისტორიის სახელს ქართლ-კახეთის უძლიერესი მეფის ერეკლე მეორის შესახებ ქართველი ხალხის მიერ შექმნილ პოეტური ეპოსის ტექსტს და მისი თეორიულ -მეცნიერული საფუძვლების შესწავლას.

შეხვერდაზე წიგნის "ერეკლეს ეპოსის" განხილვის  გარშემო დისკუსია გამართა.

ფორუმზე მომხსენებლებმა და მეცნიერებმა ქართველი მეფის ერეკლე მეორის ეპოქაზე და მის ღვაწლზე ვრცლად ისაუბრეს.

 როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს უკანასკლელი მეფე ერეკლე მეორე კავკასიის მასშტაბით უძლიერესი მონარქი იყო.

"ერეკლე მეორე  ქართული ისტორიის დიდი სახელია, ქართლ-კახეთის დიდი სამეფოსა და ფაქტობრივად, მთელი საქართველოს უკანასკნელი დიდი მეფე,  კავკასიის  მასშტაბის უძლიერესი მონარქი, 300 წელია გასული ამ სახელოვანი წინაპრის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობიდან,  ერეკლე მეორემ ჭეშმარიტი სახალხო მეფის სახელი მოიხვეჭა. მას მრავლისმთქმელი ტიტული მიაკუთვნეს. "ჩვენი მეფე ერეკლე" და სიყვარულით "პატარა კახად" მოიხსენიებდნენ, "ქვეყნის "რკინის კარიც" კი უწოდეს . მას ჰქონდა ვეებერთელა ხალხის სიყვარული" - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ სიტყვით გამოსვლისას.

 სიტყვით გამოსვლისას პროფესორმა დავით გურგენიძემ თელავის უნივერიტეტის  ხელმძღვანელობას, ასევე მადლობა გადაუხადა 2020 -2021 წლებში, პანდემიის პირობებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  და უცხოელ მეცნიერებთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული სამეცნიერო კონფერენცისათვის, რომელიც ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წლისთავს ეძღვნებოდა. კონფერენიის მასალები საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ორ მოზრდილ კრებულად გამოსცა.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11