მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტთა გამოფენა

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტთა გამოფენა

14-06-2022

17 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება, რომელიც უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი და ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

ექსპოზიცია დიზაინის საერთაშორისო სკოლის ვერანდაზე მოეწყობა და წარმოდგენილი იქნება 30-მდე სტუდენტის ნამუშევრები: ფერწერა, პოსტერი, პოპ-არტი, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, პროტოტიპები, აუდიო და ვიზუალური შოუ; გამოფენაზე დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა ის საკონკურსო ნამუშევრებიც გამოიფინება, რომლებიც მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა (იტალია) და ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში (ავსტრია) იყო წარმოდგენილი.

გარდა ამისა, დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა, ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფის - ბეტინა მალეკის ფოტოექსპოზიციას გაეცნოს.

სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა მისამართზე: მერაბ კოსტავას 75, სტუ-ის მე-8 სასწავლო კორპუსი, მე-2 სართული, დიზაინის საერთაშორისო სკოლის ვერანდა.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11