2 აგვისტოს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია - ,,კომუნიკაციის როლი მართვის პროცესში და მისი ფსიქოლოგიური ასპექტები“ გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა, დოქტორანტებმა, ახალგაზრდა მეცნიერებმა და დარგის სპეციალისტებმა.
სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია მიზნად ისახავს
კომუნიკაციის როლის განხილვას მართვის პროცესში, ფსიქოლოგიური ასპექტების გაანალიზებას და შეფასებას, განხორციელებული კვლევების შედეგების თავმოყრასა და გაზიარებას.
კონფერენციის თემატიკაა:
• ინტერპერსონალური ურთიერთობები და კომუნიკაცია
• კროსკულტურული ფსიქოლოგია
• ინდივიდუალური და ჯგუფური გავლენები
• მართვა და კომუნიკაცია
• სოციალური ფსიქოლოგიის გამოყენებითი ასპექტები
• განათლების ფილოსოფია
• სწავლა, სწავლება და შეფასების მიდგომები და სხვა.
მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის ნაშრომის შესრულების სტანდარტი, მიმდინარე წლის 20 ივნისამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: conference@eta.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსს, პოლკოვნიკ გიორგი ლაღიაშვილს 591 55 06 06