მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პროფესორ ივანე (ვანო) გორგიძეს გახსენება

პროფესორ ივანე (ვანო) გორგიძეს გახსენება

10-06-2022

12 ივნისს, დაბადებიდან 80  წელი შეუსრულდებოდა საქართველოს საინჟინრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელსა და აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიისა და ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრს, რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის ნამდვილი წევრს, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველს, თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პროფესორს ივანე (ვანო) გორგიძეს. 

პროფესორი ვანო გორგიძე იყო ორგანიზატორი მრავალი საერთაშორისო პროექტისა: დიდი სისტემების მართვის სკოლა სემინარისა, რომელიც გაიმართა თბილისში 1972–1974 წლებში; „დიდი სისტემების“ ტექნიკური კომიტეტის (საბჭოთა კავშირის მასშტაბით) 1974 წელს; საერთაშორისო სიმპოზიუმი ალმა-ატაში (ყაზახეთი) 1977 წელი; 1977 წელს, აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილთან ერთად, შექმნა საწარმოო გაერთიანება „ალგორითმი“; 1981–1985 წლებში ვანო გორგიძის ინიციატივით  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა  კომპიუტერული ტექნიკა; საერთაშორისო სიმპოზიუმი თბილისში 1986 წელს; 1987 წელს, ვანო გორგიძემ, გამოთვლითი ტექნიკის თბილისის სამეცნიერო ცენტრში შექმნა სტუ-სა და თსუ-ს მათემატიკური უზრუნველყოფის კათედრათა ფილიალები; 1987 წელს იყო რეგიონული მართვის პროექტ „აკორდის“ ხელმძღვანელი; საერთაშორისო სიმპოზიუმი ვილნიუსში (ლიტვა) 1988 წელს; ნორჩი პროგრამისტების საერთაშორისო სკოლა ლესელიძეში (საქართველო) 1988 წელს; ნორჩი პროგრამისტების საერთაშორისო სკოლა კეიფორდში (გაერთიანებული სამეფო) 1989 წელს; UNESCO-ს ეგიდით ჩატარებული ნორჩი პროგრამისტების საერთაშორისო სკოლა წყალტუბოში 1989 წელს; ინფორმატიზაციის საზოგადოების ერთ-ერთი ორგანიზატორი საბჭოთა კავშირში 1989 წელს; საქართველოს ინფორმატიზაციისა და გამოთვლითი ტექნიკის საზოგადოების ერთ-ერთი ორგანიზატორი 1990 წელს; ნორჩი პროგრამისტების საერთაშორისო სკოლა ბორჯომში 1990 წელს; ნორჩი პროგრამისტების საერთაშორისო სკოლა ოჰაიოში (აშშ) 1990 წელს; საქართველოს საინჟინრო აკადემიის ერთ-ერთი ორგანიზატორი 1992 წელს; საერთაშორისო სიმპოზიუმი მოსკოვში (რუსეთი) 1997 წელს; XIV საერთაშორისო სიმპოზიუმი – CONTROL 2000  თბილისში 2000 წელს; ესპანეთთან ერთობლივი პროექტის „ინფორმატიკის და მიკროელექტრონიკის ახალი ტექნოლოგიები“ ხელმძღვანელი ვანო გორგიძე და 1998–1991 წლებში შექმნა ინფორმატიკის ცენტრები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მოსკოვში; 1991 წელს ვანო გორგიძე – საქართველო-კანადა-პოლონეთის ერთობლივი საწარმო „GEORGIA-REFTEK“ და ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას; 1997 წელს ჩამოაყალიბა ინფორმატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

გარდა აღნიშნულისა, ვანო გორგიძის ორგანიზებით გამოცემულია, როგორც სასულიერო ისე დარგობრივი სამეცნიერო ლიტერატურა. 

 ვანო გორგიძე აქტიური სისტემების მართვის თეორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. მისი სამეცნიერო შრომები ეხება მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიას, მართვის პრობლემებს, მართვის სისტემებს, ორგანიზაციული სისტემების აგება-მართვას;  ავტორია მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი თაოსნობით საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ტექნიკური და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული წიგნი გამოსცა.

 ივანე გორგიძე უაღრესად კაცთმოყვარე და მრავალმხრივ განსწავლული  მეცნიერი გახლდათ. იგი დაჯილდოებული იყო „ღირსების ორდენით“, საპატრიარქოს სიგელით, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის დიპლომით და სხვა მაღალი ჯილდოთი. ძნელი წარმოსადგენია ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოება ისეთი ღირსეული, მრავალმხრივი მეცნიერის გარეშე, როგორიც ბატონი ვანო გორგიძე გახლდათ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11