მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შრომის უსაფრთხოების ტრენინგ ცენტრი დაარსდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შრომის უსაფრთხოების ტრენინგ ცენტრი დაარსდა

08-06-2022


1 ივნისიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში შრომის უსაფრთხოების ტრენინგ ცენტრი ამოქმედდა, რომელიც   უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კარლო კოპალიანმა და ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა მუსელიანმა გახსნეს.

 აღსანიშნავია, რომ სტუ-ის ტრენინგ ცენტრი  სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურთან არსებული აკრედიტაციის კომისიის გადაწყვეტილებით დაარსდა  და მას  3 წლის ვადით მიენიჭა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსი,  სრული აკრედიტებული პროგრამის მიმართულებით, მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №68;

 სრული აკრედიტებული პროგრამა მოიცავს 230 საათს, (2,5 თვე 3 თვე). სწავლა ფასიანია და  მოიცავს  1490 ლარს, რომელიც  3 ნაწილად ნაწილდება.

პროგრამაზე სწავლის უფლება ეძლევა მინიმუმ 18 წლის ასაკის პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი წინაპირობაა მსმენელის მიერ აკრედიტებული პროგრამის გავლა შესაბამისი მიმართულებით და სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება.

სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემდგომ, პირს ენიჭება უფლება განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები, ყველა იმ ეკონომიკური/არაეკონომიკური საქმიანობის სექტორში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11