მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებმა გადაცემაში "სახლისკენ" მონაწილეობა მიიღეს

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებმა გადაცემაში "სახლისკენ" მონაწილეობა მიიღეს

08-06-2022

6 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტებმა  ნინო ხიტალიშვილმა  და გიორგი წოწკოლაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო გადაცემაში "სახლისკენ" მონაწილეობა მიიღეს, სადაც მათ ვრცლად ისაუბრეს დიზაინერის პროფესიის შესახებ, რას ნიშნავს „დიზაინ აზროვნება“ და რა მიმართულების პროექტებია საინტერესო სტუდენტებისთვის ?

როგორც გადაცემის მსვლელობის დროს ნინო ხარტიშვილმა აღნიშნა, ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, პირადად შეხვდნენ ისეთ კორიფეებს, როგორებიც არიან პულიცერის პრემიის ლაურეატი-პოლ სალოპეკი, ბრაზილიელი დიზაინერი – ედსონ ვოკერი, ავსტრიელი მიკი მარტინეკი, კომიქსების წიგნის – კაბუკის შემქმნელი დევიდ მაკი, ბავშვთა მწარმოებელი კომპანია – „ჰიპის“ დამფუძნებელი კლაუს ჰიპი და სხვა;

 გარდა ამისა, ნინო ხიტალიშვილმა გაიხსენა უნივერსიტეტში რამდენიმე კვირის წინ, ბავშვთა მწარმოებელი კომპანია – „ჰიპის“ დამფუძნებლის  კლაუს ჰიპის ვიზიტის შესახებ, სადაც მის მიერ გამოცხადებულ კონკურსში თავადაც მონაწილეობს.

 "ცოტა ხნის წინ, უნივერსიტეტში გვეწვია კლაუს ჰიპი, რომელმაც ლექცია ჩაგვიტარა და გამოგვიცხადა  კონკურსი, რომელიც ეხება მანქანის რედიზაინს , საუბარია "Mercedes-Benz" - ის  1947 წლის გამოშვებაზე, კონკურსში გამარჯვებული  ორ სტუდენტი ერთი თვით მიუნხენში გაემგზავრება.  კლაუს ჰიპი თანამშრომლობს ჩვენ უნივერსიტეტთან, ამასთანავე, კლაუს ჰიპმა ტექნიკურ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს რომ ის აგრძელებს თანამშრომლობას ტექნიკურ უნივერსიტეტთან და მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი პროექტების განხორციელებას" - აღნიშნა ნინო ხიტალიშვილმა.

 ამავე კონკურში მონაწილეობს დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტი   გიორგი წოწკოლაური, რომელმაც გადაცემა "სახლისკენ" წამყვანის კითხვებს უპასუხა.  გიორგი წოწკოლაურმა დეტალურად გაიხსენა ის დღე, როდესაც კლაუს ჰიპი ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა და სტუდენტებს სიურპრიზი მოუწყო:

 "კლაუს ჰიპი უნივერსიტეტთან "Mercedes-Benz" - ის 1947 წლის გამოშვების, კაპრიოლეტით მოვიდა და სწორედ ამ მანქანას უკავშირდება მის მიერ გამოცხადებული კონკურსი.  ადრეც იყო ბატონი ჰიპი ჩამოსული, 2017 წელს,  თუმცა,  მაშინ კონკურსი კვებასთან  დაკავშირებით გამოაცხადა, მაშინ სტუდენტებს უნდა შეექმნათ კვების ახალი კონცეფცია.  ამჟამად კი, მანქანის შესახებ შემოგვთავაზა კონკურსი, ამ კონკურსში სტუდენტების თითქმის 80 % -ია ჩართული,  კონკურსის მიზანია, ამ მანქანის  ბაზაზე სტუდენტებმა შექმნან ახალი კონცეფცია. რასაც სტუდენტები შექმნიან ნამუშევრების სახით,  მაკეტის ან სკეჩების სახით,  შეგვიძლია გერმანიაში გადავუგზავნოთ, რასაც შემდგომ ის თავად აარჩევს და კონკურსში გამარჯვებულ ორ სტუდენტს  გამოაცხადებს" - აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა.

გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა  გადაცემაში ვრცლად ისაუბრეს თუ რაოდენ პრესტიჟულია  დიზაინის საერთაშორისო სკოლაში სწავლა და დღეს არსებულ შრომით ბაზარზე  რაოდენ მოთხოვნად პროფესიას ეუფლებიან. აღსანიშნავია, რომ ორივე სტუდენტი სწავლასთან ერთად დასაქმებულია სხვადასხვა პრესტიჟულ კომპანიაში.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11