მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში „BP საქართველოს“ წარმომადგენლები ტექნიკური უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სტუდენტებს შეხვდნენ

სტუ-ში „BP საქართველოს“ წარმომადგენლები ტექნიკური უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სტუდენტებს შეხვდნენ

07-06-2022


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „BP საქართველოს“ წარმომადგენლები „GTTC“-თან თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში,  ტექნიკური უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და BP-ის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ახალი, ინოვაციური პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. BP-ის წარმომადგენლებმა სტუდენტებს წარუდგინეს მიმდინარე ხუთი პროექტი.

„BP საქართველოს“ კომუნიკაციების მენეჯერის თამილა ჩანტლაძის განცხადებით, „BP საქართველო“ დაინტერესებულია ახალი კადრების მოძიებითა და მოზიდვით, რომლებიც ჩაერთვბიან „BP საქართველოს“ პროექტებში.

„მუდმივი განახლების და ზრდის ფონზე „BP საქართველო“ დაინტერესებულია ახალი კადრების მოზიდვით, რის გამოც, ტრადიციისამებრ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ვეწვიეთ. ჩვენი მიზანია ინოვაციური პროექტების განხორციელება დავიწყოთ ადგილობრივ ექსპერტებთან, მეცნიერებთან და სტუდენტებთან ერთად. სპეციალისტებთან, რომლებიც სტუ-ში მოღვაწეობენ და სტუდენტებთან, რომლეიბიც ჩვენთვის საჭირო და საინტერესო მიმართულებებით სწავლობენ. მათ ვთავაზობთ პროექტებში ჩართვას, სადაც ისინი იმუშევენბენ ჩვენს ინჟინრებთან ერთად“, - განაცხადა თამილა ჩანტლაძემ.

 „BP საქართველოს“ მიერ წარმოდგენილმა პროექტებმა სტუდენტებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

ინფორმაციისთვის, ბრიტიშ პეტროლიუმი 1996 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და ოპერირებას უწევს ნავთობისა და გაზის მილსადენებს. კომპანიის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ტექნიკური უნარებისა და თეორიული ცოდნის მქონე ახალგაზრდა პროფესიული კადრები. საქართველოს ბაზარზე აღნიშნული დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, „BP საქართველომ “, ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, ტექნიკური გადამზადების ცენტრი დაარსა და დააფინანსა. სტუ-სა და „BP საქართველოს“ ერთობლივი ინიციატივით შემუშავებული, MCA-საქართველოს მიერ მხარდაჭერილი ოთხი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა ისწავლება.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11