მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

„ჯომარდობა 2022“ დაბა ფასანაურში გაიმართება

„ჯომარდობა 2022“ დაბა ფასანაურში გაიმართება

07-06-2022

თუ ეძებთ ახალ შეგრძნებებს, მხიარულ თავგადასავლებს და ულამაზეს ბუნებას, ეს სტუდენტური ჩემპიონატი სწორედ თქვენთვისაა!

9 და 14 ივნისს, დაბა ფასანაურში „ჯომარდობა 2022“ გაიმართება. სტუდენტურ შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ნაკრები გუნდები. 

ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას სავარაუდოდ  200-მდე სტუდენტი მიიღებს, ორგანიზებას უწევს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია. გარდა ამისა, ფედერაცია უზრუნველყოფს მონაწილე გუნდების ტრანსპორტირებასა და სამჯერად კვებას.

„ჯომარდობა 2022“-ში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს, ვთხოვთ, რეგისტრაციისთვის მიმართონ სტუ-ის საზოგადებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს.

საკონტაქტო პირი: სალომე არევაძე - 557 5713 21

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11