მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა ადიგენში ღია კარის დღე გამართა

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა ადიგენში ღია კარის დღე გამართა

06-06-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლად დაარსებულმა მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის  ინიციატივით, დაბა ადიგენში ღია კარის დღე გამართა.

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე და ფაკულტეტის წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდნენ.

დეკანმა შეკრებილ საზოგადოებას 2022 წელს, როგორც მთის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წელს მსოფლიო მასშტაბით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა და ამ ჭრილში სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მისია, მიზნები, საგანმანათლებლო პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ღია კარის დღე ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. ნოე ხოზრევანიძემ ამომწურავი პასუხები გასცა აბიტურიენტების შეკითხვებს ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე შესაძლო მოხვედრის, აბიტურიეტთა მხრიდან პროგრამების არჩევისას აგვისტომდე შესაძლებელი ცვლილების, მისაღებ გამოცდებზე მაპროფილებელი საგნების, შიდა და გარე მობილობის, დასაქმებისა და სხვა საკითხების შესახებ.

ღია კარის დღეს, რომელიც გამორჩეულად ხალხმრავალი იყო, ასევე ესწრებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ადმინისტრაციული ერთეულების  ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტში მომქმედი ბიზნესისა და დარგობრივი არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენები.

საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მთის მდგრადი განვითარების დარგობრივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების პროცესში ტექნიკური უნივერსიტეტის სამომავლო ჩართულობას და საზაფხულო სტუდენტური ბანაკების მოწყობას.

შეხვედრის დასასრულს, ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ საქართველოს უძველეს საინჟინრო-ტექნოლოგიურ სკოლას - ტექნიკურ უნივერსიტეტს, მუნიციპალიტეტის სახელით, 100 წლის იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11