თუ ახალგაზრდა ხარ, გაინტერესებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, თვლი, რომ ახალგაზრდების როლი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სოციალური საკითხების წარმართვაში მნიშვნელოვანია, ამავე დროს, საკუთარი ნააზრევის ფურცლებზე გადატანაც მოგწონს, ეს კონკურსი შენთვის არის!
გაგზავნეთ ესე არაუმეტეს ორი გვერდისა და მიაწოდეთ თქვენი აზრი სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე, როგორ იცნობთ კონფლიქტების მიზეზებს, როგორ წარმოგიდგენიათ რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარება, რა გზებს მიმართავდით და როგორ აღადგენდით ადამიანებს შორის ნდობას.
ტექსტი არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას და არ უნდა აღვივებდეს ხალხებს შორის შუღლს, მტრობასა და ზიზღს.
კონკურსი ტარდება პროექტის - „სამხრეთ კავკასია ფოტოობიექტივში“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებენ თავისუფალი ასოციაცია და ფრიდრიხ ებერტის ფონდი-საქართველო.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
· უნდა იყოს სტუდენტი ან უფროსკლასელი
· ცხოვრობდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
მონაწილეთაგან სამი გამარჯვებული გამოვლინდება:
· I ადგილი - 600 ლარი
· II ადგილი - 500 ლარი
· III ადგილი - 380 ლარი
გაგზავნეთ ნამუშევარი (ესე) 2022 წლის 25 სექტემბრამდე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tavisupalia@gmail.com და არ გამოგრჩეთ სახელის, გვარისა და თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მიწერა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მისწერეთ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/TavisupaliAsotsiatsia/