1 ივნისიდან კომპანია Sweeft-მა ანაზღაურებადი აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისთვის ინტერნების რიგით მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო. სტაჟირება 6-თვიანია და ანაზღაურება 500 ლარს შეადგენს.
დაინტერესებული პირებისთვის რეზიუმეების მიღება 22 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო, პირველ ტექნიკურ დავალებას 30 ივნისამდე მიიღებენ.
ამ ნაკადზე Sweeft-ი 100-მდე ინტერნის აყვანას აპირებს.
შესაბამისად, სტუდენტების აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
პროგრამა ცხადდება შემდეგ მიმართულებებზე:
1. iOS
2. Android
3. React Native
4. React.js
5. Angular
6. .NET
7. Java
8. MERN Stack
9. PHP (Laravel)
10. Python / Web
11. Python / Data Engineering
12. DBA
13. Data Analyst
14. QA
15. Salesforce
16. DevOps
17. WordPress
18. Account Manager
19. Digital Advertising SEO
20. Social Media
21. Creative copywriter
22. UI/UX
23. Graphic Designer
24. Motion Graphics Designer
დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ რეზიუმეები (CV) გამოგზავნონ შემდეგ მეილზე: Interns@sweeftdigital.com
აუცილებელია სათაურის ველში მითითებული იყოს სასურველი მიმართულება და 'Intern'
თითოეული მიმართულების სამუშაო აღწერილობის მოძიება შესაძლებელიაSweeft-ის საიტზე www.sweeftdigital.com