მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმის წარმომადგენლები შვედეთის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმის ადმინისტრაციის წევრებს შეხვდნენ

მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმის წარმომადგენლები შვედეთის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმის ადმინისტრაციის წევრებს შეხვდნენ

27-05-2022


წელს, აპრილში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტთან არსებულ აკად. ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმის წარმომადგენლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობით, შვედეთის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმის წარმომადგენლებს შეხვდნენ (Naturhistoriska riksmuseet) .

აღნიშნული მუზეუმი შვედეთში არსებული ბუნებათმცოდნეობის ორი მთავარი მუზეუმიდან ერთ-ერთია და შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის მიერაა დაარსებული. თანამშრომლობის ფარგლებში, საგამოფენო სივრცეში განსათავსებლად, სტოკჰოლმის მუზეუმს სტუ-ის მუზეუმის წარმომადგენლებმა საქართველოს ცნობილი საბადოებიდან რამდენიმე გამორჩეული ნიმუში გადასცეს. მინერალები მუზეუმის დირექტორს, ლიზა მონშონს, შვედეთში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა გადასცა.

ღონისძიებაზე განიხილეს სამეცნიერო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და შესაძლებლობები.

გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს საელჩო განაგრძობს საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო მიმართულებით კავშირებისა და ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობას.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ 2022 წელს სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე არსებული მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი გაწევრიანდა საერთაშორისო მუზეუმების ასოციაციაში (The Society of Mineral Museum Professionals (SMMP), რაც საშუალებას მოგვცემს ვითანამშრომლოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მინერალოგიის მუზეუმებთან, მივიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო ფორუმებსა და გამოფენებში.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11