მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი - სადოქტორო სტიპენდიების პროგრამა 2022

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი - სადოქტორო სტიპენდიების პროგრამა 2022

27-05-2022

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს ორთვიანი სტიპენდიის მისაღებად დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდება 2022-2023 წელს.

სტიპენდია მიზნად ისახავს საფრანგეთში კვლევითი პერიოდის დაფინანსებას, საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფარგლებში.

სტიპენდია (2100 ევროს ოდენობით ორი თვის პერიოდისთვის) დაფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ.

კონკურსანტებმა უნდა შეადგინონ დოსიე, რომელიც მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს:

  • სათანადოდ შევსებული „რეზიუმე“ (“Curriculum vitae”) და „საკვლევი პროექტი“ (“projet de recherche”);
  • მოწვევის წერილი ფრანგული სამეცნიერო დაწესებულებიდან, რომელიც თავიანთ გუნდში მიიღებს ქართველ დოქტორანტს ორი თვით;
  • პასპორტის ასლი (პასპორტი მოქმედი უნდა იყოს საფრანგეთში სასტიპენდიო პროგრამის დასრულების შემდგომ 6 თვის განმავლობაში).

დოსიეები წარმოდგენილი უნდა იყოს ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე. შეფასება დამოკიდებული იქნება მის სამეცნიერო ხარისხსა და კვლევითი პროექტის განსახორციელებლად საფრანგეთში გამგზავრების რელევანტობაზე.

ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა დოსიეები უნდა გაუგზავნონ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორს, დავიდ ტერტრის, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: david.teurtrie@fgu.gedavid.teurtrie@expertisefrance.fr.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 26 ივნისი.

საბოლოო გადაწყვეტილება სტუდენტებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2022 წლის 1-ლი ივლისისა.

საფრანგეთში გამგზავრების პერიოდია 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აპრილამდე შუალედში.

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მხრიდან, სტიპენდიანტ დოქტორანტებს მოეთხოვებათ წერილობითი ანგარიშის წარმოდგენა მათი მისიის შესახებ, საქართველოში დაბრუნებიდან არაუგვიანეს სამი თვის პერიოდისა. აგრეთვე, სტიპენდიანტებს შესაძლოა, მოეთხოვოთ საკუთარი კვლევის წარმოდგენა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისა და მისი პარტნიორების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში. სურვილის შემთხვევაში, სტიპენდიანტის სამუშაო ფურცელი განთავსდება ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ვებსაიტზე.

სადოქტორო სტიპენდიების პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ. 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11