მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

23-05-2022


სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology – SUT) (გლივიცე, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17.06.2022.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 21 ივნისამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 24 ივნისამდე.

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობის პროგრამაში ნომინირებულმა კანდიდატებმა აუცილებლად უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება შემდეგ სპეციალობებს: გარემოსდაცვა, მათემატიკა და სტატისტიკა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ინჟინერინგი, სამშენებლო და სატრანსპორტო მიმართულებები).


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11