სტუ აბიტურიენტებს სკოლის დასრულებას ულოცავს და ცხოვრების მნიშვნელოვანი, ახალი ეტაპის წარმატებებით დაწყებას უსურვებს.
ძვირფასო ახალგაზრდებო,
თქვენ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე პირველ ნაბიჯს დგამთ - გილოცავთ!
დღევნდელ დღეს თითოეული თქვენგანისთვის ორმაგი დატვირთვა აქვს - ეს სევდანარევი სიხარულია.
დღეს დასრულდა ბავშვობის ზღაპრული სამყარო. ხვალიდან იწყება სამშობლოსა და ოჯახის მიმართ ახალი, განსხვავებული პასუხისმგებლობით სავსე ეტაპი.
წარმატებები!
გახსოვდეთ, თქვენი წარმატება, ჩვენი სამშობლოს წარმატებაა, თქვენი წარმატების საიდუმლო კი თქვენს ხელშია!
გისურვებთ თქვენი ადგილი გეპოვოთ, პრობლემების მიუხედავად ადამიანობა არ დაგეკარგოთ და ყოველთვის გახსოვდეთ, არ არსებობს პრობლემა, რომლის დაძლევაც შეუძლებელია!
ბედნიერი გზით გევლოთ!
წინ ეროვნული გამოცდები გელით!
წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს!
გახსოვდეთ - ცოდნა ძალაა!
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ჯანმრთელობას, წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ!