მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

20-05-2022



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე II სტუდენტური სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია  - „ციფრული ტრანსფორმაცია - გამოწვევები და პროგრესი“, გაიმართა.

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სტუ-ის 100 იუბილეს და და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების  ფაკულტეტის დაარსებიდან 65 წლისთავის მიეძღვნა.

კონფერენცია Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით გაიმართა და მას ესწრებოდნენ ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და მოწვეული სტუმრები. კონფერენცია გახსნა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი კი 65 წლის გახდა. Ძალიან სასიხარულოა, რომ კონფერენციამ ასეთი დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენს სტუდენტებს, ჩვენს მომავალ თაობას შორის. დარეგისტრირდა 100-ზე მეტი მონაწილე, როგორც მაგისტრები და დოქტორნატები, ასევე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები. Ბევრი თქვენგანისთვის ეს პირველი ნაბიჯებია კვლევასა და მეცნიერებაში და გვინდა თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ. დღევანდელ შეხვედრაზე ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს ექნებათ საშუალება მოისმინონ თავისი მეგობრების ნაშრომები, გაიცნონ და ისწავლონ ერთმანეთისგან, რაც მომავალი ინტერდისციპლინური თანამშრომლობის ძალიან მყარი ფუნდამეტნია“, - განაცხადა პროფესორმა თამარ ლომინაძემ.

II სტუდენტურმა სამეცნიერო - პრაქტიკულმა კონფერენციამ  - „ციფრული ტრანსფორმაცია - გამოწვევები და პროგრესი“,  ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით იმუშავა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქლაუდ ინფრასტრუქტურა როგორც კოდი; ვეიერშტრასის აპროქსიმაციული თეორემების განზოგადების შესახებ; - აფეთქების პროცესების მახასიათებელი ძირითადი ფიზიკური პარამეტრები; მართვის საინფორმაციო სისტემების დაპროგრამების Agile მეთოდოლოგია და Scrum მეთოდი; - მაღალენტროპიული კომპოზიტების სინთეზის მეთოდები და პერსპექტივები; სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლი თბილისის კლინიკებში; - დიფერენციალური წნევის გამზომი მოწყობილობა სამედიცინო დაწესებულების ოთახებისთვის; მართვის საინფორმაციო სისტემების აგება მიკროსერვისებისა და ახალი ციფრული ტექნოლოგიების ბაზაზე; უსადენო ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება და სხვა.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის  ქართული, ინგლისური და რუსულენოვანი 13 მიმართულება ისწავლება. მათ შორის, ბაკალავრებისთვის  11 პროგრამა; მაგისტრანტებისთვის - 9; დოქტორანტებისთვის - 6.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11