18-05-2022
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია 75 წლის იუბილეს ულოცავს მრავალი ღირსეული თაობის აღმზრდელს, პროფესორს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსს, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის მედლის კავალერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომელს, მიხეილ ჯანიკაშვილს.
იუბილარს კოლეგები ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებენ, რათა მომავალშიც ენერგიული შრომით მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ახალგაზრდა თაობის აღზრდაში.
სიახლეებში დაბრუნება