19 მაისს, 12:00 საათზე სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის ერთობლივი სპეციალური კოლოკვიუმი - „სახელმწიფოს და რელიგიის მიმართება ჰეგელის სამართლის სისტემის მიხედვით" (სამართლის ფილოსოფიის §270)“ გაიმართება.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ სამეცნიერო კლასტერის - „სახელმწიფო, სამართალი, კულტურა" ინიციატივით იმართება, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები დაესწრებიან.
კოლოკვიუმს წარუძღვება სტუ-ის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და ზადარის (ხორვატია) უნივერსიტეტის პროფესორი იურე ზოვკო (Jure Zovko).
კოლოკვიუმი შედგება ჰიბრიდული ფორმით და სხდომა სტუ-ს ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება. (მომხსენებლებისთვის დასწრება სავალდებულოა)
შეხვედრის ლინკი:
ზუმის კოდი: 552 400 89 40
პაროლი: gtu2020
link: https://zoom.us/j/5524008940?pwd=NmpZVGtISFBIeWZ4bEpyY1B6YW1IQT09
ყოველი მოხსენების შემდგომ დისკუსიას 5 წუთი დაეთმობა.
კოლოკვიუმის დღის წესრიგი:
სტუ-ს რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მისასალმებელი სიტყვა.
მამუკა ბერიაშვილი - სამართლის სისტემის ადგილი ჰეგელის მეცნიერებათა სისტემაში.
იურე ზოვკო - რელიგიის და სამართლის მიმართება ჰეგელის ფილოსოფიაში.
მომხსენებლები დოქტორანტებიდან და ახალგაზრდა მეცნიერებიდან:
1) დოქტორანტი მარიამ ხაზარაძე
2) დოქტორანტი დავით გალაშვილი
3) დოქტორანტი ლევან შატბერაშვილი
4) დოქტორანტი გიორგი კაშიბაძე
5) დოქტორი ქეთევან რჩეულიშვილი
6) ასოცირებული პროფესორი ირაკლი თაბორიძე
7) პროფესორი ლაშა ბრეგვაძე