მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართა

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართა

16-05-2022

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით რიგით მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის 100 წლის  იუბილეს და ფაკულტეტის დაარსებიდან 6  წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და  მეცნიერების მიმართულებით, სტუ-ის რექტორის მოადგილემ  პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა გახნა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი არის, ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტი, რომელმაც 6 წლის მანძილზე გაზარდა არა ერთი მაღალკვალიფიციური კადრი. დღეს ფაკულტეტზე სწავლობს 2000-მდე სტუდენტი. აქ ისწავლება 5 საბაკალავრო, 6 სამაგისტო და 2 სადოქტორო პროგრამა, სამივე საფეხურზე ისწავლება ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, საჯარო მმართველობის და საბანკო მიმართულების პროგრამები, ფაკულტეტს აქვს ინგლისურ და რუსულენოვანი პროგრამებიც. ფაკულტეტი მოთხოვნადია, რაც იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც აქ ასწავლის. მინდა მათ მივულოცო საიუბილეო თარიღი და წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.

კონფერენციაზე პანონიის უნივერსიტეტისა და გერმანიის ზაარლანის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ საქამიანობაში წარმატება უსურვეს.

კონფერენციის მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მენეჯმენტის, ეკონომიკისა და აგრობიზნესის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტივები; საჯარო მმართველობისა და სამართლის პრობლემები; ფინანსების, საბანკო საქმის, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის აქტუალური პრობლემები; ტურიზმისა და მარკეტინგის პრობლემები.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა თანამშრომლებსა და წარმატებულ სტუდენტებს საპატიო სიგელები გადასცა.

„6 წლის წინ, 16 მაისს შეიქმნა ჩვენი ფაკულტეტი. დაარსების დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყოველწელს 16 მაისს ჩაგვეტარებინა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენციაში ჩართულები არიან საქართველოში აკრედიტირებული თითქმის ყველა უნივერსიტეტის, ასევე უცხო ქვეყნის რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები“ - განაცხადა სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11