2022 წლის 17-18 ოქტომბერს მარაკეშში (მაროკო) გაიმართება პირველი „Erasmus სამეცნიერო დღეები 2022“, რომელიც ეძღვნება უმაღლესი განათლებისა და ინოვაციების სფეროში უმაღლესი დონის სამეცნიერო გაცვლებს. ღონისძიება მაროკოს Erasmus+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით და, ასევე, უმაღლესი განათლების, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების სამინისტროს, მაროკოში ევროკავშირის დელეგაციისა და უნივერსიტეტების პრეზიდენტთა მაროკოს კონფერენციის (Moroccan Conference of University Presidents - CPU) ხელშეწყობით ჩატარდება.
საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება როგორც პირისპირ, ისე ონლაინრეჟიმში და მისი თემატიკა ეხება უმაღლეს განათლებასა და ინოვაციებში თანამშრომლობასა და კვლევებს და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 01.07.22 (შესაძლებელია, სრული სტატიის წარდგენაც).
შერჩეული სტატიები გამოქვეყნდება ინდექსირებულ ჟურნალში.
საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცა იხილეთ აქ.
საკონტაქტო ელ.ფოსტა: erasmus@erasmusplus.ma