1 და 2 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“ უმასპინძლებს.
კონფერენციას სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის, ბიზნესტექნოლოგიების და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტები, „იტერ ვიტის საქართველოს“ და მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად ატარებენ.
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://gtu.ge/Viti/;