მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისა და ინგლისურ კომპანია „ბლოკ ენერჯის“ წარმომადგენლების შეხვედრა შედგა

სტუ-ში სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისა და ინგლისურ კომპანია „ბლოკ ენერჯის“ წარმომადგენლების შეხვედრა შედგა

11-05-2022


სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანატი და აკადემიური პერსონალი ინგლისური ნავთობკომპანიის “ბლოკ ენერჯის“ წარმომადგენლებს,  მთავრ გეოლოგ ჯონათან ბრედფორდს და ტექნიკურ მენეჯერ სტივენ ჯეიმსს შეხვდნენ.

შეხვედრა გაცნობით ხასიათას ატარებდა, რომლის  ინიციატორი ინგლისური კომპანია, დაინტერესებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ  ფაკულტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებითა და სამომავლოდ, მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტთა გადამზადებით.

ინგლისური კომპანია “ბლოკ ენერჯი“ საქართველოში ნავთობის ძიებითა და მოპოვებით არის  დაკავებული. შესაბამისად, კომპანია ამ მიმართულების სპეციალისტებზე აკეთებს აქცენტს. სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ანზორ აფშილავას განცხადებით, კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობა პანდემიამ შეაფერხა. ცოტა ხნის წინ კი, კომპანიამ ფაკულტეტიდან გამოითხოვა საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის სასწავლო მიმართულებების შესახებ ინფორმაცია.

„მნიშვნელოვანია, რომ სტუ-ის სათმო-გეოლოგიური ფაკულტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის ინიციატორი თავად ინგლისური კომპანია „ბლოკ ენერჯია“. ჩვენ კომპანიასთან წლების წინ ურთიერთთანამშრომლობა გვაკავშირებდა, თუმცა პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გეგმები ვერ განვახორციელეთ. ამ ორი წლის განმავლობაში, ფაქტიურად ჩვენ დავკარგეთ ბაზა, სადაც ჩვენი სტუდენტები პრაქტიკას გადიოდნენ. კომპანიამ გამოითხოვა პროგრამები, მათ ჩვენგან მიიღეს სრული ინფორმაცია. იმედი გვაქვს, ურთიერთობა განახლდება, რაც უპირველეს ყოვლისა სტუდენტებისთვის იქნება სასარგებლო“, - განაცხადა ანზორ აფშილავამ.

ინგლისურ კომპანიაში „ბლოკ ენერჯი“, პანდემიამდე როტაციის პრინციპით 20 სტუდენტი გადიოდა პრაქტიკას.

„პრაქტიკა აუცილებელია იმისათვის, რომ სტუდენტმა სრულფასოვანი განათლება მიიღოს. დღევანდელ მოცემულობაში კომპანია, იმის გამო, რომ შუალედური გამოცდების ეტაპია, სტუდენტებს ვერ ხვდება, თუმცა სამომავლოდ გეგმავს როგორც სტუდენტებთან, ასევე პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრას. ჩვენ გავუზიარებთ ერთმანეთს სწავლების პროცესის ასამაღლებლად კიდევ რა არის საჭირო, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები კონკურენციის პირობებში მოთხოვნადი გახდნენ“, - განაცხადა სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენის წარმომადგენელმა თემურ ბარაბაძემ.

კომპანია „ბლოკ ენერჯის“ ტექნიკურმა მენეჯერმა სტივენ ჯეიმსმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს თანამშრომლობისთვის და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, რომელიც კომპანიასა და სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება.

„ჩვენი კომპანია საქართველოში 2015 წლიდანაა წარმოდგენილი და ამ პერიოდიდან ნელ-ნელა ვაფართოვებთ სამუშაო არეალს. ჩვენ ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ არა მხოლოდ კონკრეტული მიმართულებით, არამედ, გავზარდოთ არეალი. უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, არის პირველი, რაც კომპანიას აინტერესებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩვენი სპეციალობით ზალიან დიდი გამოცდილება აქვს. კომპანიაში დასაქმებულია დიდი გამოცდილების გეოლოგები, მეცნიერები, მაღალი დონის პროფესიონალები. ჩვენ ვგეგმავთ, ამ რესურსის გამოყენებას. კომპანიაში სტუ-ის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას. ბევრი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ. სამწუხაროა, რომ პანდემიამ კომპანიის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა შეაფერხა, თუმცა ეს უკვე წარსულია და იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაღრმავდება და ძალიან სასარგებლო იქნება, როგორც ქვეყნისთვის და უნივერსიტეტისთვის, ასევე, პირველ რიგში, სტუდენტებისთვის. ჩვენ მათ არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ“, - განაცხადა სტივენ ჯეიმსმა.

ინფორმაციისთვის, კომპანია „ბლოკ ენერჯი“ სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ბურღვის მიმართულებით პროგრამის შემუშავებას გეგმავს. უახლოეს მომავალში კი კომპანიასა და საქართველოს ტექწნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11