მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბატონ ბიძინა სონღუნაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბატონ ბიძინა სონღუნაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

11-05-2022


ბატონო ბიძინა,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - 70 წლის იუბილეს.

თქვენი ნაყოფიერი და უანგარო მოღვაწეობა ქვეყნის საკეთილდღეოდ არ შემოიფარგლება რომელიმე ვიწრო კონკრეტულ სფეროში საქმიანობით და შესანიშნავი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისათვის. წარმატებული, ნაყოფიერი მოღვაწეობის დადასტურებაა მრავალი ჯილდო, აგრეთვე უდიდესი პატივისცემა და სიყვარული რომელიც თქვენს მიმართ გააჩნია, როგორც მრავალრიცხოვან კოლეგებსა და მეგობრებს, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას, რადგან თქვენ საქმიანობა დაიწყეთ უნივერსიტეტში და შემდგომ მთელი თქვენი მოღვაწეობის მანძილზე დგახართ უნივერსიტეტის გვერდით, როგორც მისი დიდი გულშემატკივარი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი

პროფესორი დავით გურგენიძე

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11