მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

10-05-2022


ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2021/2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი). 

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.05.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 13 მაისამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 17 მაისამდე.

დამატებითი ინფორმაცია მიმღები უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ აქ

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტთან შეთანხმების მიხედვით, 2022 წლის 31 ივნისამდე. კოორდინატორის მითითებით, სასურველია მობილობა განხორციელდეს 6-10 ივნისს და შერჩეულმა კანდიდატებმა მონაწილეობა მიიღონ ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 3 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება ელექტროტექნიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, მანქანათმშენებლობის, გარემოსდაცვოს ინჟინერინგის, სამშენებლო, არქიტექტურის, მენეჯმენტის, ტექნოლოგიების მიმართულებებს).


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11