მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ტრენინგი აკრედიტაციის ცენტრში

ტრენინგი აკრედიტაციის ცენტრში

05-05-2022

2022 წლის 3 მაისს ჩატარდა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი, სახელწოდებით „ისო/იეკ 17025:2017 ზოგადი მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების კომპეტენტურობისადმი“. ტრენინგში მონაწილეობდნენ საქართველოში არსებული სხვადასხვა ლაბორატორიის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივეერსიტეტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური (გმნკდგრ) ცენტრის ხელმძღვანელი და თანამშრომლები: ნოდარ ფოფორაძე, ოლღა სესკურია, რუსუდან მეტრეველი.

შეხვედრაზე დაწვრილებით იქნა განხილული ყველა საკითხი, რომლებიც ისო/იეკ 17025 სტანდარტს უკავშირდება. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდათ ტესტირება, რის საფუძველზეც მათ გადაეცემათ სერტიფიკატები.  ტრენინგი მოიცავდა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან და ამომწურავ ინფორმაციას, რისი ცოდნაც ლაბორატორიის სრულყოფილად ფუნქციონირებისა და აკრედიტაციის პროცესის სწორად წარმართვისთვის უმნიშვნელოვანესია. 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11