მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში ხორვატიის ფილოსოფოსის, ჰეგელის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტის იურე ზოვკოს საჯარო მოხსენება ონლაინ რეჟიმში გაიმართა

სტუ-ში ხორვატიის ფილოსოფოსის, ჰეგელის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტის იურე ზოვკოს საჯარო მოხსენება ონლაინ რეჟიმში გაიმართა

04-05-2022


4 მაისს,  11:00 საათზე  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით ხორვატიის  ფილოსოფოსის, ჰეგელის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტის, ჰეგელის ყოველწლიური კრებულის  თანარედაქტორის  იურე ზოვკოს (Jure Zovko) საჯარო მოხსენება ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

ხორვატიის ფილოსოფოსის საჯარო ლექციის თემა იყო -  "მეორე ბუნების ჰეგელისეული მოდელი", რომელიც ჰეგელის მეორე ბუნებიდან პირველ ბუნებაზე გადასვლას აღწერს,  ანუ კაცობრიობისთვის პრიმიტიული პირველყოფილი ადამიანური ბუნებიდან ზნეობრივ სამოქალაქო თვითშეგნებისა და ფასეულობების ადამიანურ წყობაზე გადასვლა. ადამიანი, როგორც მოქალაქე, თავისივე მიღებული განათლებით თავისუფალ და სამართლიან სახელმწიფოში რეალიზდება.

ზუმის ფორმატში გამართულ საჯარო მოხსენებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  გარდა, დაესწრნენ  ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11