მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ინდონეზიის უნივერსიტეტის UI GREAT და UI SHINE სასტიპენდიო პროგრამები

ინდონეზიის უნივერსიტეტის UI GREAT და UI SHINE სასტიპენდიო პროგრამები

04-05-2022


ინდონეზიის უნივერსიტეტი (University of Indonesia - UI) (ჯაკარტა, ინდონეზია) საერთაშორისო სტუდენტებისთვის აცხადებს ორ სასტიპენდიო პროგრამას, 2022-23 აკადემიური წლისათვის.

UI GREAT სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიები ფარავს შემდეგ ხარჯს: სტუდენტური ვიზა და ქვეყანაში ყოფნის ნებართვა (ყოველწლიური), ბილეთი (ერთი გზა), კარანტინი (საჭიროების შემთხვევაში), დაზღვევა, პირველადი მოწყობა (ერთჯერადი), ცხოვრების ხარჯი (განთავსების ჩათვლით), სახელმძღვანელოების და კვლევის ხარჯი, სწავლის საფასური.

სტიპენდია მოიცავს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს: სამედიცინო და სამეცნიერო ტექნოლოგიები, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ინტერდისციპლინარული კვლევები.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 მაისი.

UI SHINE გაცვლითი პროგრამებისთვის განკუთვნილი სტიპენდიაა (სემესტრული) და ამ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ინდონეზიის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 მაისი.

სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ. 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11