მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ბლოგი

სტუ-ის ბლოგი

03-05-2022

სტუ-ის განახალებულ ვებ-გვერდზე შევქმენით ახალი, სტუდენტური ბლოგების კეტეგორია, სადაც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ბლოგების გამოქვეყნება შეგეძლებათ.

სტუ-ის ბლოგის თემა და ფორმა თავისუფალია.  თქვენ შეძლებთ წერას მრავალფეროვან საგანმანათლებლო და შემეცნებით თემებზე. როგორც ტექნოლოგიებზე,  ასევე  ინჟინერიაზე,  არქიტექტურაზე, სამშენებლო, ბიზნეს თუ საერთაშორისო საკითხებზე. 

თუმცა უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი შინაარსობრივი მოთხოვნა:

-       სასურველია თუ თქვენს ბლოგთან ერთად გამოგვიგზავნით მოკლე ინფორმაციას თქვენს შესახებ.

-       ჩვენთვის მისაღებია როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი თანამშრომლობა.

-       გახსოვდეთ, ჩვენ არ ვყიდულობთ ბლოგებს, თუმცა მაქსიმალურად ვუზრუნველყოფთ თქვენი აზრის პოპულარიზაციას უნივერისიტეტის პლატფორმებზე.

-       ტექსტი გაივლის კორექტირებას, რათა ყოველგვარი ხარვეზის გარეშე მივაწოდოთ მასალა აუდიტორიას.

-       თქვენ შეგიძლიათ ბლოგი გამოგვიგზავნოთ ნებისმიერ დროს ელექტრონულ მისამართზე: contact@gtu.ge – თუ ის დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს,   გამოქვეყნების თარიღის შესახებ გაცნობებთ წინასწარ.

 ბლოგის კრიტერიუმები და გამოქვეყნების წესები:

1.   შეზღუდვები

სტუ-ის მიზნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთან გამოქვეყნებული ტექსტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ შინაარსობრივ სამ მოთხოვნას:

1.1.   ტექსტის შინაარსი უნდა იყოს შემეცნებითი და საგანმანათლებლო.

1.2. ტექსტში არ უნდა იკვეთებოდეს ავტორის შეხედულებები და პირადი დამოკიდებულება რომელიმე კონკრეტული პირის ან პოლიტიკური პარტიის მიმართ.

1.3. ტექსტში მიუღებელია სიძულვილის ენის გამოყენება, კერძოდ ჩაგვრის, დაცინვის ან სხვა სახის შეურაცმხყოფელი ფრაზის/კომენტარის/შეხედულების არსებობა ნებისმიერი ადამიანის მიმართ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმები და შეზღუდვები, ვინაიდან ბლოგები  გამიზნულია ადამიანებისთვის სასიამოვნო და შემოქმედებითი განწყობის შესაქმნელად  და იგი განკუთვნილია ჩვენი საზოგადოების ყველა წევრისათვის.

2.     ტექსტის ფორმატი

სტუ-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებული ბლოგი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ ფორმალურ მოთხოვნებს. იმისათვის, რომ ტექსტი გამოქვეყნდეს ყოველგვარი ხარვეზისა და შეცდომის გარეშე,  გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

1.      ტექსტი მოგვაწოდეთ „Word“-ის ფორმატში;

2.     შრიფტი: Sylfaen (ქართულენოვან შრიფტში შესრულებული);

3.     შრიფტის ზომა: 12;

4.     ბლოგში მაქსიმალური სიტყვების რაოდენობა - 300

5.     სასურველია თუ სტრიქონებს შორის დაცული იქნება ინტერვალი - 1.5.

*აუცილებელია, რომ ერთი ნაშრომის ფარგლებში შეინარჩუნოთ შრიფტის მხოლოდ ერთი ფორმატი.

3. სურათები და ბიბლიოგრაფია

თუ ტექსტში გამოიყენებთ ფოტო მასალას, ფოტოები ბლოგთან ერთად გამოგვიგზავნეთ  ელექტრონულ მისამართზე- contact@gtu.ge ან  „Word“ ფორმატის ტექსტშივე თანდართულად (თუ ფოტო მასალა კონკრეტულ ადგილას უნდა განთავსდეს, აუცილებლად მიუთითეთ შენიშვნის სახით, მაგალითად: მოცემული ფოტო მეოთხე აბზაცის გასწვრივ უნდა განთავსდეს).

გამოყენებული ლიტერატურა (არსებობის შემთხვევაში) მიუთითეთ თქვენი ნაშრომის ბოლოს, ცალკე გვერდზე.

·      წიგნის, სტატიის, აუდიო/ვიდეო მასალის წყაროდ გამოყენებისას გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი თანმიმდევრობა: ავტორი, წყაროს დამოწმება დასახელება/სათაური, გამოქვეყნების თარიღი, გვერდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ინტერნეტ ლინკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

·      წყაროს დამოწმება შესაძლებელია უშუალოდ ტექსტში ე.წ. „მოკლე დამოწმების“ პრინციპით (წყაროს ავტორი, გამოცემის წელი და გვერდი).

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11