მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა გეიზენჰეიმის უნივერსიტეტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა გეიზენჰეიმის უნივერსიტეტში

02-05-2022


გეიზენჰეიმის უნივერსიტეტი (Geisenheim University) (გეიზენჰეიმი, გერმანია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს (განმეორებით) 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისთვის (I-II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.05.2022.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 13 მაისამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 17 მაისამდე.

გეიზენჰეიმის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება თითო სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გეიზენჰეიმის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: მეღვინეობა-მევენახეობა, კვების უსაფრთხოება, ლოგისტიკა და ცოცხალი პროდუქტის მენეჯმენტი).


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11