მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ვაჟთა კაპელა მომღერალთა ახალი ნაკადის მიღებას იწყებს

სტუ-ის ვაჟთა კაპელა მომღერალთა ახალი ნაკადის მიღებას იწყებს

29-04-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელას 60-წლიანი ტრადიცია გრძელდება!

ეროვნული და საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელა სიმღერის მოყვარული სტუდენტების ახალ ნაკადს ელის.

შესარჩევი ტურები ჩატარდება სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, მე-3 სართულზე, დიდ სააქტო დარბაზში, ყოველი კვირის სამშაბათსა და ოთხშაბათს, 15:00 საათზე (მისამართი: მერაბ კოსტავას 77).

კაპელას წევრებისთვის იმოქმედებს ინდივიდუალური სასწავლო გრაფიკი.

სტუ-ის ვაჟთა კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი - ციცინო ფალავანდიშვილი, ქორმაისტერი - ილია დათუაშვილი.

მსურველები დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე:

·       599 512 135 - ციცი ფალავანდიშვილი

·       595 909 686 - თამარ გაგნიძე, სტუ სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის განყოფილება.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11