საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, World Women Inventors and Entrepreneurs Association-ის ორგანიზებით, კორეის მთავრობისა და ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 11-13 აგვისტოს, კორეის რესპუბლიკაში მე-7 ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიმართება.
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს. ჯილდოები გადაეცემათ საუკეთესო გამოგონებისა და გუნდური შეჯიბრის კატეგორიების გამარჯვებულებს.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა- 10 ივლისი.
პანდემიით შექმნილი ვითარების გამო წელს ღონისძიება ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართება.
დეტალური ინფორმაცია, ოლიმპიადაში მონაწილეობის პირობები და სააპლიკაციო ფორმები წარმოდგენილია დანართების სახით.