მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

აბიტურიენტების მხრიდან ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

აბიტურიენტების მხრიდან ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

28-04-2022


1.     რამდენი ფაკულტეტი აქვს სტუ-ის?

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეისათვის ფუნქციონირებს 13 ფაკულტეტი:

·      სამშენებლო ფაკულტეტი

·      ენერგეტიკის ფაკულტეტი

·      სამთო გელოგიური ფაკულტეტი

·      ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი

·      სატრანსპორტო სისიტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი

·      სატრანსპორტო სისიტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი

·      არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი

·      სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

·      ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი

·      დიზაინის საერთაშორისო სკოლა

·      აგრარული ტექნოლოგიებისა და ბიოსისიტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი

·      ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

·      საინჟინრო ეკონომიკის, მედაიტექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი

·      მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი

ასევე 32 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება.

2.   არის თუ არა სტუ-ში კომპიუტერული მეცნიერებებისა და პროგრამირების ფაკულტეტი?

სტუ-ის აქვს  ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, რომელზეც ძირითადად  პროგრამირება და კომპიუტერულ მეცნიერებები, ასევე  კომპიუტერული ინჟინერია ისწავლება. ეს ფაკულტეტი ერთ- ერთი ყველაზე ძლიერი ფაკულტეტია თავისი ინფრასტრუქტურით, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ლაბორატორიული ბაზა მეცხრე კორპუსში.

3.   თუ აბიტურიენტს სურს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოხვედრა, მაგრამ მოხვდება სხვა უნივერსიტეტში, სტუ-ში გადმოსვლა თუ არის შესაძლებელი?

ასეთ შემთხვევაში, სტუდენტს სტუ-ში გადმოსვლა ერთი წლის შემდეგ, მობილობით შეეძლება.  მობილობა ხორციელდება სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ. გარე მობილობის შემთხვევაში საჭიროა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის პორტალზე რეგისტრაციის გავლა და შემდგომ სტუ-ში დოკუმენტაციის წარმოდგენა. შიდა მობილობას (უნივერსიტეტის შიგნით, ფაკულტეტის ცვლილება) ახორციელებს სტუ-ის სწავლების დეპარტამენტი ფაკულტეტების დეკანატების მონაწილეობით.

4.   რომელ ფაკულტეტებზე აქვს სტუ-ის გაცვლითი პროგრამები?

რაც შეეხება გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრობლობას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს მჭიდრო თანამშრომლობა ევროპის 17 ქვეყნის 68 უნივესრიტეტთან, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ განახორციელონ მობილობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და ამავე პროგრამის დაფინანსებით. ასეთი ქვეყნებია იტალია, ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, შვედეთი, საბერძნეთი და სხვა.  საერთაშორისო მობილობაში  მონაწილეობა შეუძლია მიიღოს  ყველა საფეხურის სტუდენტებმა ტექნიკური, ჰუმანიტარული, აგრარული და სოციალური პროგრამების მიმართლბებით.

5.     რა არის საჭირო, რომ სტუდენტმა მონაწილეობა მიიღოს მსგავს კონკურსებში?

კონკუსრში მონაწილეობისათვის სტუდენტს უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

6.   რომელი ფაკულტეტზე მიმდინარეობს სტუ-ში სწავლა  სრულად ინგლისურ ენაზე?

ასეთი ფაკულტეტია- დიზაინის საერთაშორისო სკოლა, სადაც სწავლა 4 წლის მანძილზე სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. თუმცა გვაქვს ინგლისურენოვანი პროგრამებიც.

7.   ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომელი უცხო ენა უნდა ჩააბაროს აბიტურიენტმა, რომ მოხვდეს თქვენს უნივერსიტეტში?

სტუ-ში მოსახვედრად, აბიტურიენტს სურვილისამებრ შეუძლია ჩააბაროს ნებისმიერი ამ ოთხი ენიდან : ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული. ერთადერთი ფაკულტეტლია დიზაინის საერთაშორისო სკოლა, სადაც მოითხოვება ინგლისურის ჩაბარება, რადგან ამ ფაკულტეტზე სწავლა ინგლისურად მიმდინარეობს.

8.   რამდენად უწყობს უნივერსიტეტი ხელს სტუდენტებს დასაქმებაში?

 სტუდენტთა დასაქმების მიზნით,  სტუ-ის ურთიერთთანამშრომლობის მემომორანდუმები აქვს გაფორმებული წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პირველივე კურსიდან ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება პარტნიორ კომპანიებში, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ჩვენი სტუდენტები ხშირ შემთხვევაში კარიერას განაგრძობენ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციებში და ხდებიან მათი შტატიანი თანამშრომლები.

9.   ისწავლება თუ არა სტუ-ში უცხო ენა?

სტუ-ში უცხო ენა არის სავალდებულო საგანი. სტუდენტი შესასწავლად, სურვილისამებრ ირჩევს ამ ოთხი ენიდან ერთ-ერთს: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული.

10. რამდენია საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა?

საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა ოთხი წელი

 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11