ქრისტე აღდგა!
ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, თანამშრომლებო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს - უდიდესს ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის.
ქრისტე აღდგა მკვდრეთით და იხსნა კაცნი პირველქმნილი ცოდვისგან. მაცხოვარმა ამქვეყნიური სისუსტე - სიკვდილი სიყვარულითა და სინათლით დაამარცხა... და მას შემდეგ განიხვნა სამოთხის ბჭენი ადამიანთა მოდგმისთვის.
აღდგომის ძალა გვავსებს რწმენითა და უდიდესი იმედით, რომ ნათელი ყოველთვის სძლევს სიბნელეს და სიცოცხლე იზეიმებს სიკვდილზე, რომ კაცობრიობა შეძლებს თავისი გონი და სასიცოცხლო ენერგია მიმართოს მხოლოდ სიყვარულისა და სიკეთისკენ, განათლებისა და განვითარებისკენ.
აღდგომის მადლმა გააძლიეროს საქართველო, სიხარულით, სიკეთითა და სიმშვიდით აღავსოს ყველა ოჯახი, ყველა ქვეყანა, მთელი მსოფლიო!
ქრისტე აღდგა!
დავით გურგენიძე,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი