მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

გარდაიცვალა ჯემალი კახაძე

გარდაიცვალა ჯემალი კახაძე

20-04-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ადმინისტრაცია, ტექნიკური და პედაგოგიური კოლექტივი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა კოლეჯის მენეჯერი, ბატონი    ჯემალი ირაკლის-ძე კახაძე.

დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ადმინისტრაცია, ტექნიკური და პედაგოგიური კოლექტივი თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს. 

ჯემალ კახაძემ დაამთავრა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი, მოსკოვის კ.ა. ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო სამეურნეო აკადემიის პედაგოგიური ფაკულტეტი, 1973 წელს მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, 1985 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის წოდება. 

შრომითი საქმიანობა დაიწყო დიდი ჯიხაიშის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში პედაგოგად.  იყო ნიადაგმცოდნეობის სამეცნიერო ისტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე; მიწათმოქმედების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დირექტორი; გაერთიანება "თავთავი"-ს გენერალური დირექტორი, მეთესლეობის გაერთიანების თავმჯდომარე, სახაზინო საწარმო "მარცვალი" - ის გენერალური დირექტორი.

ჯემალ კახაძე აქტიური საზოგადოებრივი თუ პროფესიული საქმიანობით მაგალითის მიმცემი იყო თანამშრომლებისათვის და საყოველთაო პატივისცემას იმსახურებდა.

ჯემალ კახაძის - კარგი მოქალაქის, მეგობრის, პროფესიონალი სპეციალისტის ხსოვნა მარად დარჩება მისი კოლეგებისა და მეგობრების გულებში.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11