მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

30 აპრილს განათლების საერთაშორისო გამოფენა ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

30 აპრილს განათლების საერთაშორისო გამოფენა ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

20-04-2022

გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით,  მოკლევადიანი კურსებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. 

გამოფენაში მონაწილეობენ  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები. აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს და მიიღონ    ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

გამოფენაზე დასწრება უფასოა!

რეგისტრაცია

გამოფენა გაიმართება ზუმის პლათფორმის (Zoom) საშუალებით.  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ ნებისმიერი ადგილიდან.

გამოფენაზე დასასწრებად აუცილებელია მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ   ბმულზე: https://bit.ly/3Eu2orz

რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში დარეგისტრირებული პირები გამოფენის წინა დღეს მიიღებენ შეხვედრის ბმულს და დამატებით ინფორმაციას გამოფენის შესახებ.  

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu-guide.ge)  

ჩატარების თარიღი და დრო:  30 აპრილი; 12:00-დან 16:00-საათამდე

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ

Facebook ღონისძიება იხილეთ აქ.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11