მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

VIKO საზაფხულო სკოლა საერთაშორისო სტუდენტებისთვის 2022

VIKO საზაფხულო სკოლა საერთაშორისო სტუდენტებისთვის 2022

20-04-2022

2022 წლის 15-26 აგვისტოს, ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Vilnius University of Applied Sciences - VIKO) (ვილნიუსი, ლიეტუვა) ორგანიზებით გაიმართება საზაფხულო სკოლა საერთაშორისო სტუდენტებისთვის.

VIKO საზაფხულო სკოლა ითვალსიწინებს ბაკალავრიატის საფეხურის კურსებს 3 სასწავლო პროგრამისათვის:

·      მეწარმეობა

·      ახალგაზრდული სოციოკულტურა

·      მდგრადი სოფლის მეურნეობა

თითოეული სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს 3 ECTS (დაახლ. 80 საათი).

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს (პირველკურსელი სტუდენტების გარდა) და მაგისტრანტებს.

საზაფხულო სკლა მოიცავს როგორც სასწავლო კურსებს, ისე ნეტვორქინგ აქტივობებს, სასწავლო ვიზიტებსა და სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებს ვილნიუსსა და ლიეტუვას სხვადასხვა ქალაქში.

ორკვირიან საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის გადასახადია 700 ევრო, რომელიც ფარავს სასწავლო მასალებს, ადგილობრივი ტრანსპორტირებისა და აკომოდაციის ხარჯებს, მათ შორის, საუზმეს, ლანჩს, სოციალური ღონისძიებების ნაწილს. გადასახადი არ ფარავს მგზავრობის ხარჯებსა და სადილებს.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისა და, ასევე, რეგისტრაციისათვის იხილეთ VIKO საზაფხულო სკოლის ვებ-გვერდი


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11