საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, სტუ-ის საპატიო დოქტორი პოლკოვნიკი გოგი კვარაცხელია მრავალი გამოგონების და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. გამოგონებებს შორის განსაკუთრებით გამორჩეული ადგილი უკავია მის მიერ შექმნილ არატრადიციულ დისკოსებურ საფრენ აპარატს.
გარდა ამისა, გოგი კვარაცხელიას სახელს უკავშირდება და მისივე პრინციპით შექმნილია არანაკლებ მნიშვნელოვანი, აეროდინამიკაზე დაფუძნებული ცეცხლსასროლი იარაღის ახალ სისტემა. ინოვაცია, რომელიც სტუ-ის საპატიო დოქტორს ეკუთვნის, ეს არის - ლულის სპეციალური ახალი სისტემა „თვალი“, რომელიც ტექნიკურად გაუმჯობესებულია სხვა „სტანდარტულ“ ლულებთან.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გოგი კვარაცხელიამ სხვა ნაშრომების პარალელურად შექმნა დიდ ხნის ნაოცნებარი, ეგვიპტის პირამიდების, კერძოდ ხეოფსის დიდი პირამიდის სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ალგორითმი.
სტუ-ის საპატიო დოქტორის გოგი კვარაცხელიას ზემოაღნიშნული გამოგონებების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.