მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია - „კომუნიკაცია-ადამიანების მართვის ხელოვნება“ ჩატარდება

სტუ-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია - „კომუნიკაცია-ადამიანების მართვის ხელოვნება“ ჩატარდება

18-04-2022

19 აპრილს, 14:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის  ზუმის ფორმატში  საჯარო ლექცია - „კომუნიკაცია-ადამიანების მართვის ხელოვნება“  ჩატარდება.

საჯარო ლექციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკალუტეტის კურსდამთავრებული, ამჟამად საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი  და სტუ-ის ასისტენტ-პროფესორი თამარ ღლონტი წაიკითხავს.

საჯარო ლექციების ციკლი  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

მონაწილეებისათვის:  Participant: meeting ID: 868 918 0935 პაროლი: gtu2020

Link: https://zoom.us/j/8689180935?pwd=aCtVa1ZIb3FsWXBZNlNiSmpWZk9LZz09

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მსურველები დაუკავშირდნენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწეს სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში გიორგი სულაშვილს- საკონტაქტო ტელ: 555-37-74-84. ან მისამართზე:  g.sulashvili@gtu.ge


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11