მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მკვლევრებს DAAD-ის საგრანტო კონკურსის პირობები გააცნეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მკვლევრებს DAAD-ის საგრანტო კონკურსის პირობები გააცნეს

14-04-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის პირობების გაცნობითი საინფორმაციო შეხვედრა შედგა.

სტუ-ის აკადემიურ პერსონალს საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს განმახორციელებელი ჯგუფის წევრებმა:  პროფესორმა პიტერ დებრეცენმა; საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის ჯგუფის ხელმძრვანელის მოადგილემ ნინო გაჩეჩილაძემ; ექსპერტმა სალომე შარაშენიძემ.

საინფორმაციო შეხვედრაზე სტუ-ის აკადემიურ პერსონალს პროფესორმა პიტერ დებრეცენმა გააცნო საგრანტო კონკურსის პირობები, რომელიც ითვალისწინებს მკვლევართა და ინოვატორთა კვლევითი ვიზიტის დაფინანსებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

„საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას საერთაშორისო კავშირების დამყარების პროცესში საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის გზით. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მკვლევართა მობილობის  საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება.

 „კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულების მკვლევარს. პროგრამა გულისხმობს ორ დიდ აქტივობას. პირველი, მკვლევართა და ინოვატორთა საგრანტო კონკურსის ადმინისტრირებაა, რაც მკვლევრებს საშუალებას აძლევს კვლევითი ვიზიტით  სამი თვით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წავიდნენ, შეასრულონ სამუშაოები, დაამყარონ სამეცნიერო კონტაქტები. მეორე აქტივობა ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამაა, რომლის ფარგლებში მომზადდება საგრანტო განაცხადები. განხორციელდება საგრანტო კონკურსი და წლის ბოლოს ჩატარდება ტრენინგების სესიები მკვლევრებისთვის. ეს არის როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე მკვლევრებისთვის ურთიერთსასარგებლო პროექტი. და, რაც მთავარია კონკურსში გამარჯვებული მკვლევარი თავად ირჩევს ევროპის იმ ქვეყანას და უნივერსიტეტს, სადაც კვლევას ჩაატარებს. ამ მხრივ შეზღუდვა არ არის“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშიორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დევი ხვედელიანმა.

შეხვედრაზე პროფესერმა პიტერ დებრეცენმა განაცხადა, რომ „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამა“ არის 1 მლნ. 500 ათასის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი. 750 ათასი ევრო მობილობის პროგრამაზეა გამოყოფილი, რაც გულისხმობს, რომ  საქართველოდან ევროპაში გამარჯვებული 50 მკვლევარი გაემგზავრება. საქართველოში აკრედიტირებულ თითოეულ უნივერსიტეტს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში რამდენი მკვლევარი წარმოადგენს, ეს მთლიანად კონკურსის შედეგებზეა დამოკიდებული. ქართველ მეცნიერთა კვლევევბს შესაფასებს ევროპული ექსპერტების ჯგუფი. სექტემბერში გასაუბრება ჩატარდება, ოქტომბრის ბოლოსთვის კი გამარჯვებულთა სია გამოქეყნდება. მეცნიერებს კვლევების ჩატარება კი უკვე ნოემბრიდან შეეძლებათ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულების მკვლევარს. ერთადერთი შეზღუდვა, რომელსაც ევროკავშირი აწესებს არის ის, რომ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის მკვლევარი, რომელსაც ხარრისხი მინიჭებული აქვს კონკურსის გამოცახედაბმდე არანაკლებ ოთხი წლისა.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11