მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება

15-04-2022

17 მაისს,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება. 

ახალი კორონავირუსის (COVID  19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ,  კონფერენცია  ონლაინ-რეჟიმში გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიულის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. კონფერენციის სამუშაო სექციებია:

- საზღვაო მეცნიერებები;

- ლოგისტიკა;

- ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

- ბიზნესის ადმინისტრირება.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და დარეგისტრირება 30 აპრილამდეა შესაძლებელი.

მნიშვნელოვანი თარიღები:

14-30 აპრილი, 2022             კონფერენციაზე დარეგისტრირება; 
07 მაისი, 2022   აბსტრაქტის გადმოგზავნა ბოლო ვადა;
10 მაისი, 2022  აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ;
14 მაისი, 2022  სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა;
17 მაისი, 2022  კონფერენციის გახსნა;

აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი ყოველწლიურად ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტია.

კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების კრებული და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელ-ვერსია კონფერენციის დასრულების შემდეგ დაეგზავნება ყველა მონაწილეს;

მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 5 – 8 წუთი, დებატებისთვის-5 წუთი;

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.

კონფერენციაზე რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ იხილოთ ბმული: https://cutt.ly/Jc43hp3

მონაწილეებმა სრული ნაშრომი უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: studconference@bntu.edu.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ ელ-ფოსტაზე: studconference@bntu.edu.ge

დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში;



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11