13 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო-კვლევითი კლასტერის ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, კლასტერის ხელმძღვანელი პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და ფაკულტეტის ახალგაზრდა მკვლევრები დაესწრნენ.
შეხვედრაზე გერმანელ, ავსტრიელ და პოლონელ პარტნიორებთან ერთად ERASMUS-ის ფარგლებში გაცვლითი კვლევითი პროგრამების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს. დამსწრე საზოგადოების წინაშე ძირითადი მოხსენებით პროფესორი მამუკა ბერიაშვილი წარსდგა. მან ავსტრიაში ზალცბურგის უნივერსიტეტში ვიზიტის შედეგები შეაჯამა და განიხილა ევროპელი პარტნიორების მიერ:
-ზალცბურგის უნივერსიტეტის თეოლოგიისა და რელიგიის კვლევების ინტერკულტურული ცენტრის დირექტორი, დოქტორი, პროფესორ მარტინ როიტინგი ;
-ზალცბურგის უნივერსიტეტის ბიბლიისმცოდნეობისა და ეკლესიის ისტორიის დარგობრივი მიმართულების ხელმძღვანელი, დოქტორი, პროფესორი დიტმარ რინკლერი;
-ზალცბურგის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი, პროფესორი მათიას ჰაინცი;
-სამართლისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი, პროფესორი მიხაილ რაინერი.
-პოლიტიკის მეცნიერებებისა და სოციოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, - დოქტორი, პროფესორი ფრანც კოკი.
შემოთავაზებული საპროექტო კვლევითი წინადადებები.
ძირითადი მიმართულებებად შემდეგი ქოლგა-თებემი შეირჩა:
ევროპელი პარტნიორების შემოთავაზებული წინადადებები გულისხმობს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ზოგადად უნივერსიტეტის დოქტორანტების და პოსტდოქტორანტების მიწვევას გერმანულ, ავსტრიულ და პოლონურ უნივერსიტეტებში თანამედროვე ევროპული კვლევების განსახორციელებლად ევროპული მხარის დაფინანსებით.