მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დედაენის დღეს ციკლური ღონისძიებებით აღნიშნავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დედაენის დღეს ციკლური ღონისძიებებით აღნიშნავს

13-04-2022


14 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 100 წლის იუბილეს ფარგლებში, საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდის - დედა ენის დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.

დედაენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები.

ღონისძიებების ჩატარების ორგანიზატორები არიან სტუ სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, სტუ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი და სტუ სტუდენტური თვითმმართველობა.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 12:00 საათიდან დაიწყება.

მისამართი: მერაბ კოსტავას 77, სტუ ადმინისტრაციულ კორპუსი, 1-ლი სართული.

დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამა:

12:00 საათზე:

-       სტუდენტური ესეების კონკურსი - „ჩემი უნივერსიტეტი 100 წლისაა“ - გამოვლინდება კონკურსის სამი გამარჯვებული ნომინანტი;

-       მოეწყობა  კალიგრაფისტთა კონკურსი უცხოელ და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური ჯგუფებს მიკუთვნებულ სტუდენტთა მონაწილეობით;

-       ჩატარდება მხატვრული კითხვის კონკურსი უცხოელ და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური ჯგუფებს მიკუთვნებულ სტუდენტთა მონაწილეობით;

13:30 საათზე:

-       საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი ჩაატარებს სემინარს თემაზე: „ქართული და აფხაზური ენებით ევროკავშირში, ანუ სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) მიზნები და ამოცანები“. სემინარი აქცენტირებული იქნება ენობრივ ტექნოლოგიებზე და მიზნად ისახავს ქართული და აფხაზური ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვას.

15:00 საათზე:

-       საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრ-სუდია „მოდინახე“ გამართავს ქართული ენისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ-მუსიკალურ წარმოდგენას, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

13.04.2022.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11