მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

"ინვესტიციები ყველასათვის" - საჯარო ლექციას სტუ-ის კურსდამთავრებული წაიკითხავს

"ინვესტიციები ყველასათვის" - საჯარო ლექციას სტუ-ის კურსდამთავრებული წაიკითხავს

13-04-2022

15 აპრილს, 14:00 საათზე საჯარო ლექციას  სტუ-ის  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის კურსდამთავრებული,  ამჟამად,  საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) დამფუძნებელი და დირექტორის მოადგილე ბაქარ ბარათაშვილი წაიკითხავს.

აღსანიშნავია რომ, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებული სტუდენტების საჯარო ლექციების ციკლი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  100 წლის იუბილეს  ეძღვნება.

მორიგი საჯარო ლექციის თემა  -"ინვესტიციები ყველასათვის" იქნება, რომელიც ზუმის ფორმატში ჩატარდება.

მონაწილეებისთვის:    Participant: meeting ID: 868 918 0935    

პაროლი: gtu2020

Link: https://zoom.us/j/8689180935?pwd=aCtVa1ZIb3FsWXBZNlNiSmpWZk9LZz09

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწეს სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში გიორგი სულაშვილს.

საკონტაქტო ტელ: 555-37-74-84. ან მისამართზე:  g.sulashvili@gtu.ge


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11