მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის ევროპული საზაფხულო პროგრამა სტუდენტებისთვის

ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის ევროპული საზაფხულო პროგრამა სტუდენტებისთვის

11-04-2022

2022 წლის 27 მაისიდან 25 ივნისამდე, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის (Lille Catholic University) (ლილი, საფრანგეთი) მხარდაჭერით და  Junia ISA, Junia HEI და Junia ISEN უნივერსიტეტების ორგანიზებით გაიმართება ევროპული საზაფხულო პროგრამა  სტუდენტებისთვის.

პროგრამა ითვალისწინებს როგორც საგანამანათლებო, ისე ინტერკულტურულ აქტივობებს.

სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 15 აპრილი, 2022 წ.

საზაფხულო პროგრამაში გათვალისწინებულია შემდეგი მოდულები:

·      ლუდის წარმოება და მარკეტინგი: ჩრდილოეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება 

·      ენერგეტიკული უსაფრთხოება და განახლებადი ენერგიები

·      კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები  (ეს მოდული მოიცავს ინტენსიურ ფრანგულ კლასებსაც)

კონტაქტისთვის:

თხან ლი ლე მინჰი (Thanh Ly LÊ MINH)

საერთაშორისო ოპერაციებისა და ურთიერთობების დეპარტამენტი

ელ.ფოსტა: thanhly.leminh@junia.com


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11